მანუჩარ მარკოიშვილის 5 ქულა "ბეშიქთაშთან"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტურის მატჩში "გალამ" "ბეშიქთაშს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულის სხვაობით - ანგარიშით 87:82 დაამარცხა.

ქართველი უკანახაზელი, რომელმაც პირველი ტურის მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მწვრთნელს დიდი ხნით არ დაუსაქმებია.

მარკოიშვილმა მოედანზე 14:39 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მანუჩარმა 4-დან 3 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

გალათასარაელთა შორის 19-19 ქულით საუკეთესოები ზორან ერცეგი და იამონ გორდონი იყვნენ, ხოლო "ბეშიქთაშში" 20 ქულით, 8
მოხსნით, 6 პასით და 3 ჩაჭრით დორონ პერკინსი გამოირჩა.

მორიგ, მე-3 ტურში "გალათასარაი" იზმირში "ალიაღა პეტკიმს" შეხვდება.

წყარო:
www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მანო ძალიან მაგარი კალათბურთელია, და კიდევ უფრო მაგარი ადამიანია. ესეთი სულით სპორტსმენი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. მანო, წარმატებებს გისურვებ, შენ კიდევ ბევრის გაკეთება შეგიძლია ქვეყნისთვის!
სტუმარი
18:59 21-10-2013
0
4-დან 1 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი სულ სამი ქულა :D
salier1
15:26 21-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული