ატლანტაში ერთმანეთს ორი თანაბარი ძალის გუნდი დაუპირისპირდა. სეზონის მე-13 მატჩამდე "ჰოქსს" 8 მოგება და 4 წაგება ჰქონდა, ხოლო "დალას მავერიქსს" ასეთ შედეგამდე ერთი მოგება აკლდა. გაიმარჯვა კიდეც. დალასელებმა მეოთხე პერიოდს 10-ქულიანი უპირატესობით მიაღწიეს, სირენამდე 1:54 წამით ადრე 9 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა მომდევნო 1:39 წუთში "ატლანტამ" 8:0 მოიგო და ჯამალ კროუფორდის ჩატენივს შემდეგ სხვაობა ქულამდე შემცირდა - 93:94. სირენამდე 15 წამი რჩებოდა. ჯორჯიელებმა განზრახ ფოლების ტაქტიკას მიმართეს, მაგრამ ტერიმა და ნოვიცკიმ ოთხი ჯარიმა ჩააგდეს და "დალასმა" 98:93 მოიგო.
დირკ ნოვიცკიმ და ჯოშ
სმიტმა 21-21 ქულა ჩააგდეს. ზაზა ფაჩულიამ 13 წუთი ითამაშა და სასროლად ერთხელ მოიცალა (ააცილა).
"ატლანტა" მეთოთხმეტე შეხვედრას 22 ნოემბერს შინ, "ბოსტონთან" (9 მოგება, 3 წაგება) გამართავს.
ატლანტა-დალასი 93:98
ზაზა ფაჩულია: 10:52 წუთი, 1 მოხსნა, 1 ფოლი.
I მეოთხედი
01:50 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
00:01 ორქულიანი: არაზუსტი
II პერიოდი
05:14 ჰორფორდი ზაზამ შეცვალა
IV პერიოდი
10:03 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
08:52 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
07:47 ფოლი: 1
07:47 სმიტმა ზაზა შეცვალა