ზაზა ფაჩულია "ტორონტოსთან" მხოლოდ 14 წუთი ათამაშეს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" შინაურ არენაზე სეზონის პირველი მატჩი გამართა და "ტორონტო რეპტორზთან" მარცხი განიცადა 90:97.

სეზონის საწყის ორ მატჩში მილუოკელთაგან საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, გასულ შეხვედრაში კი ფაჩულია გაცილებით მოკრძალებული იყო.

ზაზამ მილუოკელთაგან ყველაზე ცოტა - 14:22 წუთი ითამაშა. ვერ ვიტყვით, "ბაქსის" ძირითად ცენტრ ლარი სანდერსს თამაში წაუვიდა და ქართველი მეფარე ამიტომ დარჩა სათადარიგოდ თქო, რადგან სანდერსმა 22 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 4 მოხსნა და 1დაფარებამოაგროვა.

ფაჩულიას ანგარიშზე კი 6 ქულა და 3 მოხსნაა. სანდერსმა 8-დან 2 ორქულიანი ჩააგდო,
როცა ზაზას 4 სროლიდან 3-მა მიაღწია მიზანს.

მილუოკელთაგან საუკეთესო ოჯეი მაიო გახდა, რომელმაც 16 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დააგროვა. ტორონტოელებს რუდი დეიმ 18 ქულა-15 მოხსნით ულიდერა, დემარ დეროზანმა კიმილუოკელებს 17 ქულაჩაუგდო.

"მილუოკი", რომელსაც 1 მოგება და 2 წაგება აქვს, მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს შინ "კლივლენდთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული