სეზონის საწყის ორ მატჩში მილუოკელთაგან საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა, გასულ შეხვედრაში კი ფაჩულია გაცილებით მოკრძალებული იყო.
ზაზამ მილუოკელთაგან ყველაზე ცოტა - 14:22 წუთი ითამაშა. ვერ ვიტყვით, "ბაქსის" ძირითად ცენტრ ლარი სანდერსს თამაში წაუვიდა და ქართველი მეფარე ამიტომ დარჩა სათადარიგოდ თქო, რადგან სანდერსმა 22 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 4 მოხსნა და 1დაფარებამოაგროვა.
ფაჩულიას ანგარიშზე კი 6 ქულა და 3 მოხსნაა. სანდერსმა 8-დან 2 ორქულიანი ჩააგდო,
მილუოკელთაგან საუკეთესო ოჯეი მაიო გახდა, რომელმაც 16 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დააგროვა. ტორონტოელებს რუდი დეიმ 18 ქულა-15 მოხსნით ულიდერა, დემარ დეროზანმა კიმილუოკელებს 17 ქულაჩაუგდო.
"მილუოკი", რომელსაც 1 მოგება და 2 წაგება აქვს, მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს შინ "კლივლენდთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge