გიორგი შერმადინის ლიდერობით "სარაგოსამ" "მანრესა" შეარცხვინა

AutoSharing Option
"შერმადინის ლიდერობით "სარაგოსამ" "მანრესა" შეარცხვინა", - ასეთი სათაური აქვს გამოცემა AS-ის 3 ნოემბრის სტატიას.

ახლა უფრო კონკრეტულად: სარაგოსელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში "მანრესა" მიიღეს და პირველსავე პერიოდში 30 ქულა ჩაუგდეს - 30:19. მასპინძლებმა დაცვაში განსაკუთრებული სიმტკიცე მესამე პერიოდში გამოიჩინეს, 21:7 იმარჯვეს და საფინალო ანგარიშშიც 37-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 89:52.

პირველ ტაიმში მოწყობილ გაქცევაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველებს, მეორე ნახევარში (რომელსაც ფორმალური სახეღა შერჩა) კი მწვრთნელმა ვიქტორ სანიკიძე დაასვენა, გიორგი შერმადინმა კი საბოლოოდ 20 წუთში 18 ქულა და თითო მოხსნა-პასი
მიითვალა. ერთი პასი შერმადინმა სანიკიძის მისამართით შეასრულა და ეფექტური კომბინაციაც გამოვიდა.

გიორგი შეტევისას მეტად აკურატული იყო (6-დან 5 ორქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო), რაც მის მარგი ქმედების კოეფიციენტზე აისახა - 22.

სანიკიძემ მოედანზე 14 წუთი გაატარა, მატჩი 6 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. მან 3-3 ორქულიან-საჯარიმო სტყორცნა და 2-2 ჩააგდო.

ერთი დღით ადრე, შაბათს სეზონის პირველი მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". მანაც სოლიდური უპირატესობით იმარჯვა "ლაბორალ კუჩასთან" - 82:62.

ქართველმა ფორვარდმა ხუთნახევარი წუთი ითამაშა და 2 მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული