ლარი სენდერსი ზაზა ფაჩულიას გამო დაიბოღმა

AutoSharing Option
გამოცემა CBSsports-ზე გამოქვეყნდა მცირე პუბლიკაცია, რომელშიც "მილუოკის" მეფარის, ლარი სენდერსის საინტერესო კომენტარია.

"სენდერსი NBA-ში მეოთხე სეზონია, სასტარტო ხუთეულის წევრია. მას "მილუოკი ბაქსთან" 44-მილიონდოლარიანი (ოთხწლიანი) კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა სეზონის სტარტზე დროის შემცირებით უკმაყოფილოა.

- შემიძლია, გუნდს სათანადოდ დავეხმარო, გადამწყვეტ მომენტშიც ვითამაშო, ბურთიც მოვხსნა, დავაფარო, ჩავაგდო, - ამბობს ლარი, რომელმაც ბოლო მატჩში "ტორონტოსთან" მხოლოდ 22 წუთი ითამაშა, - მესმის, როცა ფოლებით დაიტვირთები, სათამაშო დრო შეგიმცირდება, მაგრამ "ტორონტოსთან" ფოლების პრობლემა არ მქონია. კალათბურთელს კი რიტმის შესაგრძნობად თამაში სჭირდება.

"ბაქსის" მწვრთნელი ლარი დრიუ უფრო
მეტს ათამაშებს ზაზა ფაჩულიას, რომელსაც "ატლანტადან" იცნობს.

საწყის სამ მატჩში სენდერსი მოედანზე საშუალოდ 17.3 წუთს ატარებს, ფაჩულია - 26 წუთს."

ჩვენი მხრივ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ზემოთ ნახსენებ "ტორონტოსთან" შეხვედრაში ზაზამ ლარიზე გაცილებით ცოტა ითამაშა - 14 წუთი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA-მ ზაზა ფაჩულია სიმულაციის გამო გააფრთხილა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
:D :D ბიორდი :D
0
აუ საღოლ!! ))))))))) ორივეს კომენტარზე მაგრად ვიხალისე ))))
ჯჯ
09:51 07-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული