უფრო კონკრეტულად: საკალათბურთო სამართალდამცავებმა ჩამოთვალეს კალათბურთელები, რომლებმაც თამაშისას სიმულაციას მიმართეს და მოწინააღმდეგესთან შეჯახება "გააფორმეს". მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრიც მოხვდა: კევინ ლავი, კორი ბრიუერი, პატი მაილსი, ჯონ უოლი და ზაზა ფაჩულია.
ეს კალათბურთელები სიმულაციის პირველი შემთხვევის გამო გააფრთხილეს, ხოლო თუ გამეორდა, 5000-დოლარიან ჯარიმას გამოუწერენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"