გიორგი ცინცაძისა და როკის ოციანები

AutoSharing Option
ბალტიის ლიგაზე მეშვიდე მატჩი მოიგო გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა". ტარტუელები ლიგის აუტსაიდერ "ტტუ კალევს" ესტუმრნენ და 20 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს - 94:74.

ცინცაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა სწორედ 20-ს უწია, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გამოდგა. "ბუმ" შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 22 წუთში 16 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა გამთამაშებელმა ქულათა უმეტესობა შორეული ტყორცნების შედეგად მიითვალა - 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო (2-დან 1 საჯარიმო).

"ტარტუ როკი" ბალტიის ლიგაზე მომდევნო მატჩს თითქმის ერთი თვის მერე ჩაატარებს -
18 დეკემბერს ტალინის "კელევს" მიიღებს. "როკის" უახლოესი შეხვედრა 23 ნოემბერს გაიმართება - ევროჩელენჯზე ბულგარეთის "აკადემიკს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული