ბოლო მატჩში "კანტუმ" რთული ბრძოლა გადაიტანა - "აველინოს" სტუმრად 75:71 მოუგო. იტალიელი ჟურნალისტები სტუმართა წარმატებას ნიკოლა მარაცინოს მიაწერენ, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. მარკოიშვილი "კანტუს" 5 ქულით, 4 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 პასით შეეწია (17 წუთში).
"აველინოშია" ახალგაზრდა ქართველი მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც ახალგაზრდულ
იტალიის მეორე ლიგაში ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ამჯერად სტუმრად, "პრიმა ვეროლისთან", 73:78. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო, 3 წუთში 2 მოხსნა მოაგროვა.
"რიმინის" 8 ტურის შემდეგ 5 გამარჯევბა აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა.