სკიტას გმირობა სან მიგელმა წაართვა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში მეექვსე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო", ხოლო ქართველს მატჩის გმირობამდე სულ რაღაც 6 წამი აშორებდა.

ახლა კონკრეტულად: "მანრესასთან" გასვლით მატჩში საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე "ლაგუნ აროს" კალათბურთელებმა ბურთი გვერდიდან შეიტანეს. მარჯვენა ფლანგზე სატყორცნ პოზიციაზე აღმოჩნდა ნიკა ცქიტიშვილი და თანაგუნდელებს იმედები არ გაუცრუა - სამქულიანით "ლაგუნ არო" დააწინაურა (74:73). მატჩის დასრულებამდე 6 წამი რჩებოდა. მოგების შემთხვევაში ნიკას სამქულიანს არაერთი ეპითეტი ერგებოდა, მაგრამ "მანრესას" თავკაცმა წუთშესვენება აიღო. თამაშის განახლების შემდეგ სტუმართათვის მოულოდნელად სან მიგელი საჯარიმოში ცენტრიდან
შეიჭრა და ეფექტური ორქულიანით "მანრესას" 75:74 გაამარჯვებინა.

ცქიტიშვილმა 18 წუთში 8 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი), 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.


***
ტორინ გრინმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა - 18 ქულა ჩააგდო, რასაც 2-2 მოხსნა-პასი მიამატა. გრინის "გრან კანარიამ" სტუმრად "კახასოლთან" ვერაფერი გააწყო, 76:80 დამარცხდა.


***
ბასკეთში მოიგო ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" - "ბილბაოს" 92:85 სძლია. ქუინტონმა 34 წუთში 13 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.


***
გაიმარჯვა ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმაც" - "ალიკანტეს" 92:72 აჯობა. ტაირონმა 19 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.



ოლიმპია ოლიმპიდან ცედევიტამ ჩამოაგდო

ამ სეზონში სერიოზულად გაძლიერდა ხორვატული კლუბი "ცედევიტა", რომელმაც ადრიატიკის ლიგის ბოლო ტურში სლოვენიის "ოლიმპია" მიიღო, 95:57 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ოლიმპიელებს გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 5-5 მოგება და 3-3 წაგება აქვს და დანარჩენ სამ გუნდთან ერთად მეორე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.

ხორვატიაში მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა გიორგი შერმადინი მხოლოდ 9 წუთი ათამაშა. გიორგიმ 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. "ცედევიტას" გამარჯვება დონტა დრეპერმა განაპირობა - 28 ქულა ჩააგდო.

"ოლიმპია" უახლოეს მატჩს ევროლიგაზე გამართავს, 25 იანვარს თურქულ "ეფესს" ეწვევა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული