11 ნოემბერს ცინცაძეს მაინც მოუხდა კრასნოიარსკში ჩასვლა და მისმა "დონეცკმა" რუსეთიდან ორი ქულა წამოიღო. ბოლო წამებზე დამაჯერებელი თამაშის წყალობით დონეცკელებმა 92:84 გაიმარჯვეს.
გადამწყვეტ მომენტში მთავარი მწვრთნელი გიორგი ცინცაძეს არ ენდო. ქართველმა გამთამაშებელმა სულ 11 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი ასეთი იყო: 4 ქულა, თითო ჩაჭრა-პასი. მატჩის ბომბარდირი "დონეცკის" უკანახაზელი ბერნარდ კინგი გახდა - 23 ქულა ჩააგდო.
"ენისეის" შემადგენლობაში
ვითიბი ლიგაზე "დონეცკს" 4 მოგება, 1 წაგება აქვს და A ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. დონეცკელები მხოლოდ ხუთმოგებიან "უნიქსს" ჩამორჩებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"