ზაზა ფაჩულიას ორლანდოში ვიდეოკლიპი უძღვნეს და ოვაციებით დახვდნენ

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ორლანდოს" ესტუმრა და 91:94 წააგო. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ცენტრს.

ზაზამ წინა მატჩში, "მაიამის" წინააღმდეგ მარჯვენა ფეხი იტკინა და "ორლანდოსთან" თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა.

სხვათა შორის, ფაჩულიას ორლანდოში დიდებული დახვედრა მოუწყვეს. ყოფილ კალათბურთელს პუბლიკა თბილად შეხვდა, ხოლო მის საპატივცემულოდ კლუბის ხელმძღვანელობამ თამაშის ერთ-ერთი პაუზისას, პირველ მეოთხედში დიდ ეკრანზე ზაზასთვის მიძღვნილი ვიდეოკლიპი აჩვენა. ეს კი დიდი პატივისცემის ნიშანია.

შეგახსენებთ, რომ ზაზა "ორლანდოში" 2003-04 წლების სეზონში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით 59 მატჩი
ითამაშა.

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას "მილუოკმა" "მაიამისთან" უშანსოდ წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული