ბითაძე ზედიზედ მე-4 მატჩია, სასტარტოშია და ორჯერ ორმაგი დუბლი შეასრულა, ორჯერ კი ამ შედეგამდე 1 მოხსნა დააკლდა. ორლანდოელთა ძირითადი ცენტრი ვენდელ კარტერია, რომელმაც ტრავმა მიიღო და მოედანს ჩამოშორდა, მის არყოფნაში კი სასტარტოში ფეხგადგმული ქართველი ცენტრი ისევ ამტკიცებს, რომ კარტერზე არანაკლებ შედეგიანია.
ორლანდოს ტრავმირებული ჰყავს უპირველესი ლიდერი პაოლო ბანკეროც, რომლის არყოფნაში გუნდის შედეგიანობა არ დაცემულა. მეჯიქმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, მთლიანობაში კი 5 მოგება და 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 13 ნოემბერს," შარლოტ ჰორნეტსთან", შინ გამართავს.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
"ორლანდომ" ნბა-ს სეზონი "მაიამისთან" მოგებით გახსნა | ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს