გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" ვითიბი ლიგაზე ლიტვურ "რიტასთან" წააგო

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" ვითიბი ლიგაზე საშინაო მარცხი იწვნია. დონეცკელებმა ვერაფერი გააწყვეს ვილნიუსის "ლიუტუვოს რიტასთან" და დიდი სხვაობით - 68:89 წააგეს.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

"დონეცკმა" ვითიბი ლიგის A ჯგუფში, 4 მოგების წილ, მე-2 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილამდე დაქვეითდა. ცინცაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 1-ელ დეკემბერს შინ, რუსულ "ნიჟნი ნოვგოროდთან" ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული