"დონეცკმა" VTB-ლიგაზე ჯერ რუსული "ენისეი" 92:71 დაამარცხა, შემდეგ ვილნიუსში "ლიეტუვოს რიტასსთან" 75:85 წააგო, თუმცა არც ერთ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერს მონაწილეობა არ მიუღია.
ცინცაძის უთამაშებლობის მიზეზი ისაა, რომ მას გუნდის გამოცვლა სურს. გიორგი ორივე მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელს იგი არ დაუსაქმებია. ცინცაძეს შუა სეზონის დროს არაერთხელ გამოუცვლია გუნდი. რა იქნება ამჯერად, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
წყარო: gbf.ge