ზაზა ფაჩულიამ "მილუოკის" ვარჯიში გააცდინა

AutoSharing Option
"როტო ინფოს" ცნობით, "მილუოკი ბაქსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ვარჯიში გააცდინა.

ბუნებრივია, ამის მიზეზი საპატიოა - გამოცემის ინფორმაციით, ზაზას გრიპის ნიშნები აქვს და ამიტომაც ვერ ივარჯიშა. ვარჯიშზე გამოცხადდა მისი თანაგუნდელი გარი ნილი, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, მზადება ვერ განაგრძო და გუნდი დატოვა.

ზაზა ფაჩულია ამ სეზონში საშუალოდ 8,9 ქულას და 8,5 მოხსნას აკეთებს, რაც გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ზაზამ უკვე გამოტოვა ერთი თამაში ტრავმის გამო. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ქართველი 20 ნოემბერს, "პორტლენდის" წინააღმდეგ შეხვედრაში.

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას 13 მოხსნა და "მილუოკის" საშინაო მარცხი "ოკლაჰომასთან"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული