- ბიჭებს ვუთხარი, არ ვიცი, რას აკეთებთ თამაშის წინა ღამით, არ ვიცი რას საქმიანობთ მოედნის მიღმა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა წესრიგში არ არის. უკვე მესამე თამაშია, ჩემს ბიჭებს ვერ ვცნობ. ყველამ საკუთარი პრობლემა გვერდზე უნდა გადადოს და კონცენტრაცია მატჩებზე მოახდინოს.
მწვრთნელის შეგონებამ მეტ-ნაკლებად გაჭრა, "ჰოქსმა" "ნიუ ჯერსიში" ბოლო წუთებზე ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, თუმცა ოვერტაიმში მასპინძლებთან ვერაფერი გააწყო და 101:107 დამარცხდა.
ლარი
"ნიუ ჯერსისთან" წაგება "ატლანტასთვის" მეშვიდე იყო. ჯორჯიელებს 8 მოგება აქვთ და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზე არიან. "ჰოქსი" მე-16 მატჩს შინ, 25 ნოემბერს "ვაშინგტონთან" ჩაატარებს. ვნახოთ, ჯორჯიელები შეწყვეტენ თუ არა წაგებათა სამმატჩიან სერიას.
ნიუ ჯერსი-ატლანტა 107:101
ზაზა ფაჩულია: 10:44 წუთი, 4 ქულა (4-დან 2 ორქულიანი), 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ფოლი.
ქრონოლოგია
I პერიოდი
02:54 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
01:10 ორქულიანი: არაზუსტი
01:07 ფოლი: 1
II პერიოდი
10:52 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
10:51 ორქულიანი: 2ქ (23:33)
10:36 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
09:57 ფოლი: 1
09:57 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
01:59 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
01:44 მოხსნა: შეტ-2, დაც-1
01:40 პასი: 1 (უილიამსი 3ქ, 67:70)
00:35 მოხსნა: შეტ-2, დაც-2
IV პერიოდი
11:42 ორქულიანი: არაზუსტი
11:40 მოხსნა: შეტ-3, დაც-2
11:38 ორქულიანი: 4ქ (69:70)
09:49 პასი: 2 (კროუფორდი 2ქ, 71:74)
08:39 მოხსნა: შეტ-3, დაც-3
08:12 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა