თორნიკე შენგელიამ "ნიუ იორკთან" 12 წუთში სამი ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია უკვე სისტემატურად ჩნდება მოედანზე.

"ბრუკლინ ნეთსის" ქართველმა ფორვარდმა დღეს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში "ნიუ იორკის" წინააღმდეგ 12.46 წუთი ითამაშა და თავი 3 ქულასა და 2 მოხსნას მოუყარა.

სამწუხაროა, რომ შეხვედრა "ნიუ იორკმა" მოიგო, რომელსაც აქამდე ზედიზედ 9 წაგება ჰქონდა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც "ნიქსმა" 34:16 მოიგო, საბოლოოდ კი 113:83 იმარჯვა.

შენგელიამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. როცა მოედანზე იყო, ქართველ ფორვარდს, ძირითადად, ნიუიორკელთა სუპერვარსკვლავ კარმელო ენტონის მეურვეობა უწევდა; 31 წუთში 19
ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ბრუკლინელთაგან კი 24 ქულით საუკეთესო ბრუკ ლოპესი გახლდათ.

მომდევნო მატჩს "ბრუკლინი" ზაზა ფაჩულიას "მილუოკისთან", 7 დეკემბერს გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული