მესამე პერიოდი გიორგი შერმადინისაა [+VIDEO]

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ევროლიგაზე მორიგი ეფექტური მატჩი ჩაატარა. თურქეთში, "ეფესთან" დაპირისპირებაში მან მესამე მეოთხედში ჩამორჩენილი "ოლიმპია" მეოთხე პერიოდის წინ 54:52 დააწინაურა. გიორგიმ ათივე ქულა მესამე ათწუთეულში ჩააგდო, მან 6-დან 6 საჯარიმო და 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა. ერთერთი ჩატენვა იმდენად ეფექტური გამოუვიდა, რომ რეპორტაჟის რეჟისორმა არაერთხელ დაატრიალა [იხილეთ ვიდეო].

მაგრამ დაიწყო მეოთხე პერიოდი და მასპინძელი ეფესელები შეტევაში უკეთ ათამაშდნენ. მათ ბოლო რაუნდში 32:24 მოიგეს და ორი ქულაც შინ დატოვეს. საბოლოოდ 82:78 "ეფეს პილსენის" სასარგებლოდ.

ზემოთ შერმადინის ქულათა მონაგარი გაგაცანით. მას მწვრთნელი ბოლო
წუთებზეც ენდო, თუმცა მეოთხე პერიოდში მეხუთე ჯარიმა მიიღო და მატჩი იძულებით დაასრულა. ქართველი ცენტრის საბოლოო მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 17 წუთი, 10 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. ოლიმპიელთაგან ყველაზე მეტი კენი გრეგორიმ ჩააგდო - 16 ქულა. ეს მაჩვენებელი მას მატჩის სნაიპერობისთვისაც ეყო.

გუშინვე ერთგვარი სენსაცია დაფიქსირდა ათენში. "პანათინაიკოსმა" შინ "ვალენსიასთან" 69:73 წააგო.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული