სრუდენტური ლიგის სპეციფიკა ასეთია: 33 კონფერენციის დაახლოებით 500-ამდე საუნივერსიტეტო გუნდი სეზონის დასაწყისში მატჩების გარკვეულ რაოდენობას სხვადასხვა გუნდებთან ატარებს, რის შემდეგაც იწყება უშუალოდ საკუთრი კონფერენციის შეხვედრები. სანდიეგოელებმა სეზონის დაწყებიდან 13 არსაკონფერენციო მატჩი გამართეს, საიდანაც 9 მოიგეს.
ბოლო არასაკონფერენციო მატჩში "სან დიეგომ" იოლი გამარჯვება მოიპოვა. იუტელებმა სანაძის გუნდს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 52:67 დამარცხდნენ.
ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 7 ქულა და 1
"სან დიეგო" "ვესთ ქოუსთის" კონფერენციაში ირიცხება, სადაც ცნობილი სტუდენტური გუნდებიდან "გონზაგა" ასპარეზობს.
გონზაგელებს 10 მოგება და 1 მარცხი აქვთ, ლიდერი კი ყველა მატჩის მომგები "სეინთ მერია". თუმცა ეს შედეგები მოთელვით ხასიათს ატარებდნენ, ნამდვილი ბრძოლები კი, რომელთა გათვალისწინებითაც კონფერენციაში ადგილები გათამაშდება, ახლა იწყება.
რაც შეეხება მთვარ სატურნირო მიზანს, თითოეული გუნდი სტუდდენტური ლიგის ფინალურ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის, რაც არა კონკრეტული შედეგებით, არამედ მწვრთნელების, ჟურნალისტების და სპეციალისტების ყოველკვირეული გამოკითხვების დაჯამებით მოიპოვება.
ჯერჯერობით გამოკითხვებში "გონზაგა" ლიდერობს, რომელიც სრულიად ამერიკის საუკეთესო გუნდების 25-ეულში შედის. სტუდენტური ლიგის ფინალურ ეტაპში, იგივე "მარტის სიგიჟეში" 64 გუნდი მონაწილეობს და ზემოთნახსენები 500-ამდე გუნდი სწორედ იქ მოსახვედრად იბრძვის.
კონფერენციის მატჩებს "სან დიეგო" "პეპედრინთან" (28 დეკემბერი) და "ლოიოლასთან" (30 დეკემბერი) მატჩებით გახსნის.
წყარო: gbf.ge