დუდა სანაძემ ამერიკაში პირადი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა.

"სან დიეგო ტორეროსის" უკანახაზელმა ამერიკული კარიერის საუკეთესო შედეგი (22 ქულა) რამდენიმე დღის წინ, "ლოიოლასთან" დააფიქსირა, 17 იანვარს, გამთენიისას კი, სანაძემ "სანტა კლარას" 25 ქულა ჩაუგდო და თავის გუნდს კონფერენციაში მე-2 გამარჯვება მოაპოვებინა.

სანდიეგოელებმა წინასაკონფერენციო მატჩები შედეგიანად ჩაატარეს - 13-დან 9 შეხვედრა მოიგეს, თუმცა "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში ცოტა გაუჭირდათ.

დღევანდელ მატჩამდე "ტორეროსმა" კონფერენციაში 5-დან 4 მარცხი განიცადა და "სანტა კლარასთან" გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

პირველი ტაიმის შემდეგ სანდიეგოელები 28:32-ს
აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში სანაძის წინამძღოლობით იხეირეს და გამარჯვებას მიაღწიეს - 69:66.

თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე "სანტა კლარა" 1 ქულით ჩამორჩებოდა და ტაქტიკური ჯარიმა აიღო. სანაძემ ორივე სროლა ზუსტად შეასრულა და "სან დიეგო" 69:66 დააწინაურა - თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

სანაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. დუდას შემდეგ "სან დიეგოში" 14 ქულით დენის კრამერი გამოირჩა, ხოლო კრისტოფერ ანდერსონმა 11 მიითვალა.

ამ შეხვედრამდე ბოლო ადგილზე მყოფმა "სან დიეგომ" 10-გუნდიანი "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. "ტორეროსს" 6-დან 2 გამარჯვება აქვს და მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს "სან ფრანცისკოსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სანაძეს ყოველსდღე რომ ბეჭდავთ და ვიღაც ვიღაცეები უფასო რეკლამას რომ უწევთ,ენბეაში მართლა თქვენნაირი ბრუციანები ხომ არ გგონიათ?მესამე წელია და ამერიკამ მასში ვერც ენბეას კალათბურთელი დაინახა და ვერც სყუდენტური ამერიკის ვარსკვლავი,სამი ეროვნული დონის მოთამაშე ჰყავს საქართველოს ზაზ,მანუ და ვიქტორი,და კოკოშკოვს გაიფრთხილდით,მისი წყალობით გუნდის თამაშში ვარიაციებით,მცირედი წინსვლა გვაქვს,თორემ მოვ ვიცხა,ჟორდანიასნაირი ან ფაცაციასნაირი "ბიზნესმენი"რუსის ქვეშ მყოფი რუბლისტი ,ან სიჭინავასნაირი და ყიფიანის ან კურთანიძისნაირი,ფეხბურთის,კალათბურთის ან ხელბურთის ან საოფისო მუშტიკრივის მცოდნე,ქართველი მსოფლი ჩემფიონების შეურაცმყოფელი იდიოტები და ევროზეც და ყველგან,როგორც უწინ ათწლობით,ვეღარც მივესუნებით.ვერ გავეკარებით-უვიცთა შესაძლეწბლობების მქონენი!
sakandelidze
13:42 19-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული