ლაშა გამყრელიძეს ორქულიანი ცუდ დროს გაუცუდდა

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგაში წაგებები დასჩემდა ლაშა გამყრელიძის "გისენს", რომელსაც ოთხი მარცხის გამო საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის შანსი "ბრემერჰავენთან" საშინაო მატჩში მიეცა. თუმცა გისენელებმა შანსი ვერ გამოიყენეს და ზედიზედ მეხუთედ წააგეს.

მესამე პერიოდის ბოლოს ლაშას თანაგუნდელები გრიფინის სამქულიანის შემდეგ 62:49 დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ასეთი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს - სირენამდე 7 წუთით ადრე "ბრემერჰავენმა" ანგარიში გაათანაბრა (67:67). ამის მერე მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებას 24 წამი უკლდა, როცა გამყრელიძემ ორქულიანი ისროლა, თუმცა ვერ ჩააგდო. არადა, ლაშას ნატყორცნს მიზნისთვის რომ მიეღწია, ანგარიში გათანაბრდებოდა
(80:80)...

ბოლო 24 წამში "ბრემერჯავენის" კალათბურთელებმა მონაგარს 3 ქულა მიამატეს და 83:79 გაიმარჯვეს.

ლაშამ 31 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

"გისენი" მომდევნო მატჩს 4 დეკემბერს შინ "გოტინგენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული