15-დან 8 ქულა და 2-2 ჩაჭრა-პასი ზაზამ მოაგროვა მეოთხე პერიოდში, რომელიც მისმა გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა და მხოლოდ ბოლოს დამარცხდა - 100:110.
საინტერესო გამოდგა მატჩის დენვერელი კომენტატორის მოსმენა, რომელიც, როგორც ჩანს, კარგად იცნობს ფაჩულიასა და მის სათამაშო სტილს. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით.
ზაზა მოედანზე მატჩის მეშვიდე წუთზე, ლარი სენდერსის ნაცვლად შევიდა. ქართველს მოედანზე ასევე ახლად შესული ტიმოფეი მოზგოვის მეურვეობა უწევდა... რუსმა შეცდომებს სამი
როგორც ხვდებით, ეს ყველაფერი ზაზას დამსახურება იყო. აი, რა თქვა კომენტატორმა: "საინტერესო დუელია - ქართველი ზაზა ფაჩულია რუსი ტიმოფეი მოზგოვის წინააღმდეგ. მილუოკელს, მართალია, მაღალი ნახტომი არა აქვს, მაგრამ გაბარიტებითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და ნებისმიერი მეტოქისთვის ფარქვეშ ნამდვილი მონსტრია. მოწინააღმდეგეს სივრცეს უზღუდავს, თანაგუნდელებს კი ზონებს უთავისუფლებს."
მეორე პერიოდის დასაწყისში ფაჩულიას ტანდაბალი, მაგრამ კარგად მხტუნავი ფარიედის მეურვეობა უწევდა და ერთ-ერთი ჯარიმის შემდეგ მწვრთნელმა ქართველი დაასვენა.
...მესამე პერიოდის მეშვიდე წუთამდე, როცა იგი მოედანზე დაბრუნდა, "მილუოკი" 9 ქულის სხვაობით მარცხდებოდა (62:71). ამის შემდეგ დენვერელებმა თამაში ფარქვეშიდან პერიმეტრზე გადაიტანეს და მეოთხე პერიოდის დასაწყისში, მესამე სამქულიანის მერე, 18 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ - 90:72.
მეოთხე რაუნდში მწვრთნელმა ლარი დრიუმ ზაზასთან ერთად მოედანზე შედარებით მსუბუქი ცენტრი ლარი სენდერსი გაიყვანა და...
- ლარისა და ზაზას ერთდროულად მოედანზე დაყენების საშუალება მიმდინარე სეზონში ხშირად არ მქონია და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთმა სვლამ გაამართლა. ფაჩულიამ და სენდერსმა ფარქვეშ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, - როგორც მიხვდით, ეს "მილუოკის" მთავარი მწვრთნელის, ლარი დრიუს სიტყვებია.
გაგიკვირდებათ: თუ მეოთხე პერიოდში 18 ქულით აგებდა, მწვრთნელი რატომ ამბობს, მოგებამდე ცოტა დაგვაკლდაო? საქმე ისაა, რომ "მილუოკიმ" მატჩის ბოლოს თამაში გამოასწორა და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 96:99.
ამ მომენტში როგორ მოქმედებდა ზაზა ფაჩულია, დენვერელი კომენტატორის სიტყვებიდანაც ირკვევა:
"ქართველი კედელი" მხოლოდ დაცვაში როდია სასარგებლო. მახსოვს მისი მონაწილეობით ერთი ატლანტური თამაში ("ატლანტა"-"დენვერი"), რომელშიც ზაზა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ჯორჯიელები გამოაცოცხლა, საჯარიმოს საჯარიმოზე აგდებდა. იგი სტატიკური მდგომარეობიდან მაღალი სიზუსტით ტყორცნის, რაშიც დღესაც ვრწმუნდებით."
ზაზამ 6 თებერვლის შეხვედრაში 12-დან 11 საჯარიმო გამოიყენა... ლარი სენდერსმა კი 25 ქულას 15 მოხსნა მიამატა.
"მილუოკი" მომდევნო მატჩს 8 თებერვალს "ჰიუსტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"