სანდიეგოელებმა თანაშტატელ "სან ფრანცისკოს" უმასპინძლეს და შეხვედრა ბრძოლაში - 67:74 დათმეს.
სანდიეგოელებმა პირველი ტაიმი 30:34 წააგეს, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და 12 ქულით დაწინაურება მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე სანაძის გუნდი 56:46-ს იგებდა, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში ვერ იყოჩაღა და მარცხი განიცადა.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
4 მოგებითა და 7 წაგებით სანდიეგოელები "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში მე-7 ადგილზე არიან.
მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი კვლავ შინ, 8 თებერვალს, ბოლოადგილოსან "სანტა კლარასთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge