ვინ უნდა იზრუნოს მოტივაციაზე?

AutoSharing Option
- ევროლიგაზე მილანის "არმანისთან" ეფექტური გამარჯვების შემდეგ გუნდს ადრიატიკის თასზე მოტივაციის ნაკლებობა დაეტყო. კალათბურთელები ჩვეული შემართებით ვერ თამაშობდნენ. ამიტომაც წავაგეთ, - აღნიშნა "ოლიმპიას" მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა, რომლის შეგირდებმა ლიუბლიანაში ვერაფერი გააწყვეს ხორვატიის "ზაგრებთან". მასპინძლებმა განსაკუთრებით სუსტად მეოთხე პერიოდში ითამაშეს - 16:30. საბოლოოდ "ზაგრებმა" 82:75 მოიგო.

მწვრთნელმა გიორგი შერმადინი პირველ ტაიმში 11 წუთი ათამაშა, ხოლო მეორედ მისი გამოყვანა მანამ არ გაახსენდა, ვიდრე "ოლიმპია" 5-6 ქულით არ ჩამორჩა. შერმადინმა მეორედ გახურება ვერც მოასწრო...

მან საბოლოოდ 13:30 წუთში 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი,
3-დან 2 საჯარიმო, 1-დან 0 სამიანი), 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.

"ოლიმპიამ" "ზაგრებთან" წაგებით ადრიატიკის ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერების კარგი შანსი დაკარგა. სადღეისოდ 7 გუნდს 6 მოგება, 4 წაგება აქვს და პირველ-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული