ზაზამ კი, მოძრაობითა და პასებით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დანარჩენ ტანმაღლებთან შედარებით უკეთ შეუძლია გუნდური კალათბურთს თამაში. იგი ფარიდან მოშორებით რამდენიმეჯერ დარჩა სატყორცნ პოზიციაზე, მაგრამ არ უსვრია. არადა, საქართველოს ნაკრებში საშუალო დისტანციიდან არაერთხელ ჩაუგდია.
ნაკრები რადგან ვახსენეთ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუშინ ფაჩულიას პოლონელ მარცინ გორტატთანაც მოუწია დაპირისპირება, მაგრამ დუაითის მსგავსად მოწოდების სიმაღლეზე ვერც მარცინი იყო.
მატჩის მსვლელობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მასპინძელი "ატლანტა" იყო - ჯორჯიელები მცირე სათამაშო ინიციატივასაც ფლობდნენ და ანგარიშიც უმეტესად მათ მიჰყავდათ. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე პერიოდის წუთნახევრიანი ეპიზოდი: სმიტისა და პაუელის 4 ქულას მაიკ ბიბიმ სამიანი წაუმატა და 6:0 გაქცევის შემდეგ "ჰოქსი" 71:62 დაწინაურდა. ამის შემდეგ ორლანდოელმა ვინს კარტერმა თამაში საკუთარ თავზე აიღო, სირენამდე 40 წამით ადრე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა (70:73), თუმცა საპასუხო შეტევისას ბიბიმ ექსტრა-კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და შორეული ტყორცნით თანაგუნდელთა უპირატესობა 6 ქლამდე გაზარდა. საბოლოოდ "ქორებმა" ქართველ ლეგიონერთათვის ახლობელი ანგარიშით, 80:74 იმარჯვეს. გასულ კვირას ევროტურნირებზე გიორგი ცინცაძის "რიკოც" და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუც" 74:80 დათმეს.
"მეჯიქთან" მოგების მიუხედავად "ატლანტა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მაინც მე-5 ადგილზე დარჩა. მას და "მაიამის" 14-14 მოგება და 8-8 წაგება აქვთ (ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ფლორიდელთა მხარესაა), ხოლო მეორეადგილოსან "ორლანდოს" 15 გამარჯვება და 6 წაგება უწერია. პირველია "ბოსტონი".
23-ე მატჩს "ჰოქსი" დღეს გამთენიისას შინ, "ნიუ ჯერსის" წინააღმდეგ ითამაშებდა.
ორლანდო-ატლანტა 74:80
ზაზა ფაჩულია: 12:30 წუთი, 0 ქულა (1-დან 0 ორქულიანი), 4 მოხსნა, 3 პასი, 4 ფოლი.
ქრონოლოგია
I პერიოდი
03:29 ზაზამ უილიამსი შეცვალა
02:47 პასი: 1 (ჰორფორდი 2ქ, 16:10)
II პერიოდი
11:45 ფოლი: 1
11:24 პასი: 2 (უილკინსი 2ქ, 21:20)
08:54 ორქულიანი: არაზუსტი
08:05 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
07:17 ზაზამ კოლინზი შეცვალა
06:23 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
05:25 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
04:54 ფოლი: 2
03:21 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
03:05 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
02:46 პასი: 3 (ბიბი 3ქ, 50:50)
02:27 ფოლი: 3
02:11 ფოლი: 4
02:11 პაუელმა ზაზა შეცვალა