ცქიტიშვილი გრინს დაეჭიდა

AutoSharing Option
ესპანეთში ქართული დუელი... უფრო სწორად საქართველოს ნაკრების წევრთა დუელი შედგა: ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" ტორინ გრინის "გრან კანარიას" უმასპინძლა და 74:66 დაამარცხა.

ამ მოგებით ბასკები კუნძულელებს მოგება-წაგებათა რაოდენობით გაუთანაბრდნენ - 6-6 გამარჯვება, 5-5 მარცხი. ასეთივე მაჩვენებელი აქვს მეხუთე-მეათე პოზიციებზე მყოფ კიდევ ოთხ გუნდს. შეგახსენებთ, რომ კლუბები რვა საუკეთესოში მოხვედრისთვის გააფთრებით იბრძვიან, რადგან სამეფო თასზე თამაშის უფლებას სწორედ ისინი მოიპოვებენ. 7 მოგებით მეოთხე ადგილზეა ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდი", რომელმაც შინ ბოლო ტურში "გრანადასთან" წააგო - 67:74.

არ გეგონოთ, ცქიტიშვილისა და გრინის მონაგარის
დაწერა დაგვავიწყდა. სკიტამ 16 წუთში 6 ქულა (4-დან 2 სამქულიანი), 2 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. გრინმა 26 წუთში 8 ქულასა და 4 პასს მოუყარა თავი.

ხუვენტუდელი ჰოსლის სტატისტიკა ასეთი იყო: 22 წუთი, 6 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი.

ტაირონ ელისმა ყოფილი კლუბის, "კახასოლის" წინააღმდეგ არცთუ ეფექტურად ითამაშა - 17 წუთში 2-2 ქულა-მოხსნა მოინაგრა. "ესტუდიანტესმა" კი "კახასოლთან შინ 73:77 დათმო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული