ოლიმპია, კრკა, ბუდუჩნოსტი

AutoSharing Option
ევროლიგაზე "პანათინაიკოსთან" სტუმრად წაგების შემდეგ "ოლიმპიამ" ძალა მოიკრიბა და ჩეხეთში "ნიმბურკი" 85:72 დაამარცხა. ეს იყო ადრიატიკის თასის გათამაშების XI ტურის მატჩი.

სადღეისოდ ოლიმპიელებს 7 მოგების წილ 4 წაგება აქვთ და ასეთივე შედეგის მქონე ორ გუნდთან ერთად (სლოვენიური კრკა და ჩერნოგორიული "ბუდუჩნოსტი") სატურნირო ცხრილში ლიდერთა ტრიოს ქმნიან.

"ნიმბურკთან" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკელებმა კევინ პინკნიმ და კენი გრეგორიმ. პირველმა 21 ქულა ჩააგდო, მეორემ - 18. გიორგი შერმადინი მწვრთნელმა 12 წუთი ათამაშა. ქართველმა დროის ამ მონაკვეთში 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და 4
ქულას 1 მოხსნა მიამატა.

"ოლიმპია" მორიგ მატჩს 15 დეკემბერს გამართავს - მოსკოვის ცსკა-ს მიიღებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული