მანუ ტრავმამ შეაფერხა

AutoSharing Option
გუშინ მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ევროთასზე საბერძნეთში "პანელინიოსთან" ითამაშა. მარკოიშვილი კანტუელებს ნახევარკუნძულზე ვერ გაჰყვა. ამის მიზეზი ფეხის ტრავმაა. მან მარჯვენა ფეხი "მონტეგრანაროსთან" იტალიის ჩემპიონატის მატჩში დაიზიანა. აი, როგორ იხსენებს იმ არასასიამოვნო ეპიზოდს თავად მანუჩარი:

- ბობი ჯონსთან შეჯახების შემდეგ იატაკზე დაშვებისას ფეხი ცუდად მომყვა. ძალიან მეტკინა. გულდასაწყვეტია, რომ იმ საინტერესო მატჩში თანაგუნდელებს ვერ დავეხმარე.

ექიმების ვარაუდით მანუჩარმა შეიძლება ამ უქმეებზე "ბრინდისის" წინააღმდეგ ითამაშოს, ხოლო თუ მანამდე ვერ მომჯობინდა, მომავალ სამშაბათს "კანტუს" ევროთასზე "გალათასარაისთან" მატჩში დაეხმარება.

გუშინ ამავე ტურნირში ტორინ გრინის "გრან
კანარიამ" უკრაინაში "ბუდიველნიკს" 72:66 აჯობა, რითაც წინასწარ დაიბევა მომდევნო ეტაპის საგზური.

ტორინის მონაგარი ასეთი იყო: 22 წუთი, 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 4 შეცდომა, 1 ფოლი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული