ახლა მეორე, საკალათბურთო ამბავი. შარშან "ატლანტა ჰოქსმა" სისხლი გაუშრო "ბოსტონ სელტიქსს" - რეგულარულ ჩემპიონატში სამი მატჩი მოუგო. წლეულს ჯორჯიელები ბოსტონელებს მეორედ შეხვდნენ და ამჯერადაც დამარცხდნენ - 90:102.
თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, ინიციატივას მასპინძელი ბოსტონელები დაეუფლნენ და კევინ
10 ნოემბრის შემდეგ ფაჩულიამ პირველად მიაღწია 10-ქულიან ნიშნულს. მან 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 10 ქულას 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიამატა. სხვათა შორის, მეორე პერიოდის დასაწყისში ზაზამ ჩვეული აქტიურობით თანაგუნდელები 38:34 დააწინაურა.
"ჰოქსის" მაისურით ბოსტონში არ უთამაშიათ ჯო ჯონსონსა და ჯამალ კროუფორდს (ტრავმები აქვთ), ხოლო ჯოშ სმიტზე (1 ქულა) მწვრთნელმა თქვა - ვიცოდი, რომ მოედანზე იყო, მაგრამ არსად ჩანდაო.
ამ წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა (16 მოგება, 11 წაგება).
ბოსტონი-ატლანტა 102:90
ზაზა ფაჩულია: 18:25 წუთი, 10 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 ფოლი
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:25 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
02:44 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 16:17)
01:14 ფოლი: 1
II პერიოდი
11:30 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
11:30 ორქულიანი: 4ქ (22:22)
10:23 მოხსნა: შეტ-2, დაც-0
10:15 საჯარიმოები: 2/2 (6ქ, 26:24)
09:56 ჩაჭრა: 1 (ალენს ჩაუჭრა)
05:43 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 38:34)
05:43 პაუელმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
03:24 ზაზამ კოლინზი შეცვალა
00:57 ორქულიანი: არაზუსტი
00:56 მოხსნა: შეტ-3, დაც-0
00:56 ორქულიანი: 10ქ (67:75)
IV პერიოდი
11:17 ჩაჭრა: 2 (დევისს ჩაუჭრა)
09:49 მოხსნა: შეტ-3, დაც-1
07:41 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა