გიორგი ცინცაძე - რვიანის რვიანი

AutoSharing Option
"ტარტუ როკმა" მარადიულ მეტოქესთან, "კალევთან" ბალტიის ლიგაზე ითამაშა. შეხვედრა ტარტუს დარბაზში გაიმართა და ადგილობრივი გულშემატკივარი "როკერების" გამარჯვებას ელოდა. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა, პირველივე პერიოდიდან უპირატესობას ტალინელები დაეუფლნენ. მათ საწყისი მეოთხედი 27:19 მოიგეს. მეორე და მესამე ათწუთეულებში ტარტუელებმა მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს, თუმცა მეოთხე რაუნდში დაღმასვლას თავი ვერ აარიდეს (19:26) და საბოლოოდ ისეთივე ანგარიშით დამარცხდნენ, როგორითაც შაბათს თბილისში "სამედიცინომ" სტუ-სთან წააგო - 80:90.

ცინცაძესთან დაკავშირებული ავტოინციდენტის კომენტირებისას "როკის" მწვრთნელმა, ინდრიკ ვესპაანუმ აღნიშნა - ქართველი გამთამაშებელი ძველ ფორმას იბრუნებსო. ჰოდა, ცინცაძე "კალევთან"
მატჩში სასტარტო ხუთეულში დააყენა და 25 წუთიც ათამაშა. "როკის" მე-8 ნომერმა, გიორგიმ მონაგარში, პოზიტივის გრაფაში 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
უარყოფითში - 5 ფოლი და 1 შეცდომა. მეოთხე პერიოდის მეხუთე წუთზე ცინცაძემ ორქულიანით სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა, თუმცა საპასუხო შეტევაში "როკს" დორბეკის სამქულიანი გაეპარა. მომდევნო იერიშისას "ბუს" (ცინცაძის მეტსახელი) მორიგი ორქულიანით ჩამორჩენა 6-მდე შემცირდა (72:78). დარჩენილ ოთხ წუთში "კალევმა" მასპინძლებს თამაშის შემოტრიალების უფლება აღარ მისცა და ათქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

ბალტიის თასის ცხრილში "ტარტუ როკი" მეოთხე ადგილზეა - 7 მოგება, 4 წაგება. პირველია ლატვიური "ვენტსპილსი", რომელსაც 11 ტურის შემდეგ 9 გამარჯვება აქვს.

"როკერების" უახლოესი შეხვედრა დღეს იგეგმება, ევროჩელენჯზე პორტუგალიის "ბენფიკას" უმასპინძლებენ. ეს ცინცაძის თანაგუნდელთათვის პრესტიჟის მატჩია, რადგან ხუთი ტურის შემდეგ ერთადერთი მოგება აქვთ და მომდევნო ეტაპზე გამსვლელ ორეულში ვეღარ მოხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული