"მეჯიქის" გოლიათის, დუაით ჰოვარდის წინააღმდეგ ფაჩულიას ურიგოდ არ უთამაშია. მან ბურთი 7-ჯერ მოხსნა, 2 საჯარიმო გამოიყენა, ამდენივე პასი და ერთი დაფარება მოაგროვა. ჰოვარდთან ჭიდილში ზაზას 5 ჯარიმა მოუგროვდა. არადა, ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 10:47 წუთი დაჰყო მოედანზე. ზაზამ მეოთხე პერიოდის
ნამატჩევს "ატლანტას" სასტარტო ცენტრმა ჯეისონ კოლინზმა აღნიშნა:
- დუაით ჰოვარდის წინააღმდეგ ტანმაღალმა ატლანტელებმა კარგად ვითამაშეთ, არაერთი ჯარიმა მივიღეთ, მაგრამ, მთავარია, რომ დუაითს გასაქანი არ მივეცით.
"მეჯიქის" მწვრთნელმა სტენ ვან განდიმ წაგება შეუთამაშებლობას დააბრალა:
- "ჰოქსის" კალათბურთელები ექვსი წელია ერთად თამაშობენ, ჩვენ - ექვსი საათიც არა...
"ატლანტა" მომდევნო შეხვედრას 22 დეკემბერს ჩაატარებს - ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ დასუსტებულ "კლივლენდს" უმასპინძლებს.
ამ მოგებით "ჰოქსმა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა, 18 მოგება და 12 წაგება აქვს.
ატლანტა-ორლანდო 91:81
ზაზა ფაჩულია: 10:47 წუთი, 2 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება, 5 ფოლი, 1 შეცდომა
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:56 ზაზამ კოლინზი შეცვალა
04:05 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
04:05 ორქულიანი: არაზუსტი
02:30 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
01:54 დაფარება: 1 (ჰოვარდს დაუფარა)
01:54 ფოლი: 1
01:12 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
II პერიოდი
11:08 მოხსნა: შეტ-2, დაც-2
11:08 ორქულიანი: არაზუსტი
10:40 პასი: 1 (ტიგი 2ქ, 23:16)
09:54 მოხსნა: შეტ-2, დაც-3
09:30 მოხსნა: შეტ-2, დაც-4
08:53 ფოლი: 2
08:53 შეცდომა: 1
08:53 კოლინზმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
09:32 ზაზამ კოლინზი შეცვალა
09:06 ფოლი: 3
08:46 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 75:72)
08:15 პასი: 2 (უილიამსი 2ქ, 77:62)
07:45 ორქულიანი: არაზუსტი
07:17 მოხსნა: შეტ-3, დაც-4
07:08 ფოლი: 4
06:48 ფოლი: 5
06:48 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა