ზაზა ფაჩულიას შესანიშნავი პასი და მოგება "ოკლაჰომასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსმა" "ოკლაჰომა სანდერი" დაამარცხა, გამარჯვებულთაგან კი საუკეთესო ზაზა ფაჩულია გახლდათ.

ტრავმებით დაცხრილული ოკლაჰომელები, რომლებსაც 2 სუპერვარსკვლავი - კევინ დურანტი და რასელ ვესტბრუკი აკლიათ, მილუოკის ესტუმრნენ და ფაჩულიას გუნდთან 78:85 წააგეს.

ქართველ ცენტრს მხოლოდ 22:29 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ თანაგუნდელთაგან საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ზაზას მონაგარმა მთლიანობაში 8 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შეადგინა.

ქართველმა ცენტრმა
4 პერსონალური მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. საერთო სარგებლიანობით, ფაჩულია მილუოკელთაგან საუკეთესო იყო და 19-ქულიანი ოჯეი მაიოს შედეგიც გადაფარა.

მილუოკელთა ძირითადმა ცენტრმა ლარი სანდერსმა 22:14 წუთი ითამაშა და 4 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა დააგროვა.

"ოკლაჰომაში" 29 ქულით საუკეთესო რეჯი ჯეკსონი იყო, 14 ქულა დააგროვა სერჟ იბაკამ. 4 მოგებითა და 4 მარცხით "მილუოკი ბაქსი" აღმოსავლეთ კონფერენციის შუაწელში იმყოფება. მომდევნო ჯახი მილუოკელებს 14 ნოემბერს, ორლანდოში ელით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარია,მაგარი
geronti
12:37 12-11-2014
0
ზაზა უძლიერესია!
ბერდია ჯანელიძე
11:48 12-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული