ზაზა ფაჩულიას დაბრუნება მილუოკიში

AutoSharing Option
2004-05 წლების სეზონში ზაზა ფაჩულია "მილუოკი ბაქსში" საშუალოდ 18:53 წუთს თამაშობდა, 6.2 ქულასა და 5.1 მოხსნას აგროვებდა. ქართველის კარგი გარჯა მხედველობიდან არ გამოპარვიათ "ატლანტას" ხელმძღვანელებს და 2005 წელს იგი "ჰოქსში" გადაიყვანეს. 2005-07 წლებში ზაზამ დაამტკიცა, რომ ღირებული ცენტრია, თუმცა...

გუშინ, ყოფილ კლუბ "მილუოკისთან" მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშა. ქართველი მოედანზე მეორე პერიოდში გამოვიდა და კარგადაც გაისარჯა, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ მწვრთნელ ლარი დრიუს ფაჩულიასთვის თავის გამოჩენის შანსი არ მიუცია.

"ატლანტამ" კი მეორე პერიოდში მიღწეული უპირატესობა იოლად შეინარჩუნა და სეზონში მე-20
გამარჯვება (33 მატჩში) ჩაიწერა. ამ მაჩვენებლით ჯორჯიელები აღმოსავლეთის კონფერენციაში "ორლანდოსთან" მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ.

"ჰოქსი" მორიგ მატჩს 29 დეკემბერს "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს, 31-ში კი "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება.

მილუოკი-ატლანტა 80:95
ზაზა ფაჩულია: 5:08 წუთი, 2 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
II პერიოდი
11:46 ორქულიანი: არაზუსტი
10:51 საჯარიმოები: 2/2 (33:20)
10:34 ფოლი: 1
10:33 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
09:16 პასი: 1 (უილიამსი 2ქ, 40:26)
07:53 შეცდომა: 1
07:42 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
06:52 კოლინზმა ზაზა შეცვალა



.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული