საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა და 1 მოხსნა დააკლდა. ზაზა ფაჩულიამ სტაბილურად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მილუოკელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა
მილუოკელთაგან ბომბარდირობა არავის დაუთმო ბრენდონ ნაითმა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა. 21 ქულა ჰქონდა კრის მიდლტონს, სასტარტო ხუთეულში გამოჩენილმა ოჯეი მაიომ კი პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა.
მიუხედავად მარცხისა, ფაჩულიას გუნდი კონკურენტთა წაგებების ხარჯზე ცხრილში დაწინაურდა.
10-10 მოგება-წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე აღზევდა (გუშინ მე-7-ზე იყო). მომდევნო მატჩი "ხარირმებს" 5 დეკემბერს, გამთენიისას, შინ "მაიამისთან" ელით.
წყარო: gbf.ge