სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ 20 წლის ქართველს გარჯა არ დაუფასდა და მიუხედავად მისი დიდებული გარჯისა, ლაკორუნიული გუნდი დამარცხდა.
"კორუნა ლეიმა" სტუმრად "ოვიედოს" შეხვდა და მატჩი ბრძოლაში - 70:77 დათმო. ქართველი ფორვარდს რაც შეეძლო, ლიდერობდა თავის გუნდს, მაგრამ... ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში, 35 წუთი ითამაშა და 9-დან 5 ორქულიანი, 10-დან 5 სამიანი და
28 ქულასა და 13 მოხსნასთან ერთად ბექამ 2 პასი მიითვალა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
ქართველი ახალგაზრდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34(!) უწია, რაც, ცხადია, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ბურჯანაძის კვალზე 11 ქულა დააგროვა ლაკორუნიელმა დანიელ ვუიასინოვიჩმა, ხოლო გაარჯვებულ ოვიედოელთაგან 16 ქულით საუკეთესო ალვარო მუნოსი გახლდათ.
4 მოგებითა და 6 არცხით 15-გუნდიან "ოქროს ლიგაში" "კორუნა" მე-12 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 10 დეკემბერს, ბურჯანაძის გუნდი "პლანასას" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge