"ზლატოროგის" და მიხეილ ბერიშვილის გზები გაიყარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა მიმდინარე სეზონი სლოვენიის უმაღლესლიგელ "ზლატოროგში" დაიწყო. იგი საშუალოდ 5.3 ქულასა და 2.3 მოხსნას აგროვებდა 15.9 წუთში.

როგორც გამოცემა "ევრობასკეტი" იუწყება, "ზლატოროგის" და ბერიშვილის გზები გაიყარა. კლუბმა და კალათბურთელმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიაში გამგზავრებამდე მიშა ბერიშვილი "არმიას" ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული