ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "შარლოტ ჰორნეტსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსი" დასავლური ტურნედან შინ დაბრუნდა და "შარლოტ ჰორნეტსთან" ქულაუხვ შეხვედრაში 101:108 დამარცხდა.

სტუმართა გამარჯვება, უმთავრესად, კემბა უოლკერის დამსახურებაა, რომელმაც "ჰორნეტსს" 27 ქულა შესძინა.

ზაზა ფაჩულიას მონაგარი ასეთი იყო: 17 წუთი, 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი. მილუოკელებს ვერც ბრენდონ ნაითის თავგამოდებამ უშველათ. მან 34 ქულა მიითვალა.

26 დეკემბერს "ბაქსი" ზაზას ყოფილ კლუბ "ატლანტა ჰოქსს" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული