"ატლანტასთან" საპასუხო მატჩში ზაზა ფაჩულიამ 11 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც სტუმრად 30 ქულით დაამარცხა, ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" მეორე დღეს "ატლანტას" შინაურ კედლებში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 85:90 წააგო. ქართველმა ცენტრმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ფაჩულია კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს შედეგი ზაზამ მიმდინარე სეზონში მეორედ დააფიქსირა - 18 ოქტომბერს, "ნიუ იორკთან" 117:113 მოგებულ მატჩში ზაზამ 14 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.

28 დეკემბერს გამართულ მატჩში კი ფაჩულიამ 11 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ეს უკანასკნელი შედეგი -
15 მოხსნა, ქართველი ცენტრისთვის მიმდინარე სეზონში უმეტესია.

ფაჩულიამ 29 წუთში 8 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი შეუცდომლად 3-ჯერ ესროლა. 11 ქულასა და 15 მოხსნასთან ერთად ზაზამ 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

საერთო სარგებლიანობით ზაზა კრის მიდლტონთან ერთად საუკეთესო იყო ატლანტელთაგან. მიდლტონმა 37 წუთში 21 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

წაგების მიუხედავად "მილუოკი", რომელსაც 15 მოგების წილ 16 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 29 დეკემბერს შარლოტში, "ჰორნეთსთან" გამართავს.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული