ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა" ვითიბი ლიგაზე "კრასნი ოკტიაბრი" დაამარცხა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა" ვითიბი ლიგაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ყაზანელებმა ვოლგოგრადში ადგილობრივი "კრასნი ოკტიაბრი" 78:69 დაამარცხეს.

ქართველმა ფორვარდმა 12:7 წუთი ითამაშა და 3 ქულასთან ერთად 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანიკიძემ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა. ვიქტორმა ვოლგოგრადელთა კალათს ერთხელ შეუტია და შორეული ტყორცნა მიზანში გაარტყა.

8 მოგება, 4 წაგება და ცხრილში მე-4 ადგილი - ესაა ყაზანელთა მიმდინარე შედეგი. ვითიბი ლიგაზე სანიკიძის გუნდი მორიგ მატჩს 12 იანვარს, ტალინში, "კალევთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული