ზაზა ფაჩულიამ "ტორონტოს" 9 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" თანაკონფერენციაში მე-3 ადგილზე მყოფ "ტორონტოსთან" დამარცხდა.

"ბაქსი" თუ აგებს, მხოლოდ - ბრძოლაში და ასე იყო კანადურ გუნდთანაც. თანაბარი ბოლო მეოთხედის ბოლოს მცირე უპირატესობით გამარჯვება ტორონტოელებმა იზეიმეს - 92:89.

მილუოკელებმა პირველი მეოთხედი 3 ქულით მოიგეს, თუმცა მეორეში ჩავარდნა ჰქონდათ და პერიოდის 19:31 წაგებით დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. ეს ჩამორჩენა ფაჩულიას გუნდმა აღმოფხვრა და გადამწყვეტ მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც, მილუოკელთა სამწუხაროდ, "ტორონტომ" მაინც იმარჯვა.

ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და კარგადაც ითამაშა. მართალია, მას ამჯერად ორმაგი
დუბლი არ შეუსრულებია, თუმცა საკმაოდ მრავალმხრივი სტატისტიკა ჰქონდა. ზაზამ 9 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. მან 3-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

იმ 20 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, ფაჩულიამ 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

მილუოკელთაგან, ტრადიციისამებრ, ბომბარდირობა ბრენდონ ნაითმა შეითავსა, რომელმაც 20 ქულას 5 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრაც მოაყოლა. 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ერსან ელიასოვამ, ხოლო ოჯეი მაიომ მილუოკელებს 13 ქულა შეაშველა. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი 18 ქულის მიმთვლელი კაილი ლოური გახდა, ხოლო საუკეთესოდ 11 ქულისა და 13 მოხსნის მომგროვებელი ლიტველი იონას ვალანჩუნასი დაასახელეს.

21 მოგებითა და 20 მარცხით "მილუოკიმ" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ჩამოინაცვლა.

"ბაქსს" 1 მოგებით უსწრებს ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდი". მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 22 იანვარს, შინ "იუტასთან" აქვს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მგონი ტრავმა მიიღო, იმიტო რო მეორე ტაიმში საერთოდ არ გამოსულა მოედანზე, არა და პირველი ტაიმისთვის ზაან კარგი სტატისტიკა ჰქონდა და მისი შემცვლელი სანდერსიც დისკვალიფიცირებულია
zura
12:07 20-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული