საყვარელი კერძი, საფეხბურთო გუნდი, ფეხბურთელი - ზაზა ფაჩულია ქომაგებს პასუხობს

AutoSharing Option
15 იანვარს ლონდონში საკალათბურთო ზეიმი იყო, სპეციალურად ევროპელთათვის ოკეანე გადმოკვეთეს და დიდ ბრიტანეთში ითამაშეს NBA-ს გუნდებმა "მილუოკიმ" და "ნიუ იორკმა".

ამ მოვლენისთვის კუნძულელები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. სოციალური ქსელის, "ფეიქბუქის" გვერდზე NBA UK ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივართა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

შეკითხვები ეხებოდა ფეხბურთს, კალათბურთს, ნაკრებს... მოკლედ, სჯობს, თავად წაიკითხოთ, ვინ რა ჰკითხა ფაჩულიას და რა პასუხი მიიღო.

ახლა კი ზაზას "ფეისბუკ-მიმოწერას" გავეცნოთ.

- NBA-ში ყველაზე რთულად ასაყვან ცენტრებად ვის დაასახელებდი?
- შაკილ ონილსა და იაო მინს. ტანმაღლები და ფიზიკურად ძალიან ღონიერები იყვნენ.

-
კობი ბრაიანტი თუ ლებრონ ჯეიმსი?

- დღესდღეობით ლებრონი მირჩევნია.

- იგეგმება თუ სხვა გუნდში გადასვლა? იყო ლაპარაკი "კლივლენდის" ვარიანტზე...
- არ იგეგმება.

- ვინ მიგაჩნია ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად?
- ტიმ დანკანი.

- ზაზა, გგულშემატკივრობ. სამმაგ დუბლს მოუთმენლად ველი.
- გაიხარე.

- ძალიან მინდა ნაკრების კალათბურთელებისა და გულშემატკივრების შეხვედრა ერთხელ მაინც მოეწყოს. ამ ზაფხულს არ მოხერხდება?
- აუცილებლად.

- "მილუოკი ბაქსის" გარდა კიდევ რომელი გუნდი იწვევს შენს სიმპათიას?
- მხოლოდ "მილუოკი".

- ზაზა, დაგვპირდი, რომ ნაკრებშიც ამ დონეზე ითამაშებ.
- ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. სხვანაირად არ ვიცი.

- დურანტი თუ ჯეიმსი?
- ორივე.

- რას ფიქრობ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შანსებზე?
- დადებითად ვუყურებ. მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს.

- ყველაზე მეტად ვის გვერდით თამაში გსიამოვნებს?
- კენდალ მარშალთან.

- კალათბურთისგან მოცალეობის ჟამს რომელი საქმიანობა გიყვარს?
- მოგზაურობა და ბიზნესპროგრამებზე დასწრება.

- მართალია, რომ ბავშვობაში ცურვით იყავი გატაცებული?
- კი. დავდიოდი ცურვაზე.

- რას ნიშნავს, წარმოადგენდე პეტარა ქვეყანას დიდ ლიგაში?
- სოსო, ხომ იცი, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს წარმოვადგენდე ოკეანის გაღმა, NBA-ში...

- კითხვა არ მაქვს, უბრალოდ წარმატებებს გისურვებ.
- მადლობა.

- რომელი ფეხბურთელი მოგწონს ყველაზე მეტად?
- ლიონელ მესი.

- როგორც ევროპელისთვის, რა არის უცნაური ამერიკულ კულტურაში?
- არაფერი. მსიამოვნებს ამერიკაში ცხოვრება.

- ამ სეზონში კიდევ რის ხარჯზე უნდა გაუმჯობესდეს "მილუოკის" თამაში?
- ბევრი მუშაობით.

- ვინ გახდება ჩემპიონი?
- "მილუოკი ბაქსი".

- რა არის სასიამოვნო NBA-ში?
- საშუალება გაქვს უმაღლეს დონეზე თამაშისა.

- იანის ანტეტეკუნმპო თუ თორნიკე შენგელია?
- ორივე.

- ჯაბარი პარკერის გარეშე პლეი ოფში გასვლა რამდენად რეალურია?
- მიზანი იგივეა - პლეი ოფი.

- თუ მიგაჩნია, რომ სწორედ დღესაა საუკეთესო დრო უცხოელებისთვის, რომლებიც NBA-ში თამაშობენ?
- წლების განმავლობაში ასეა.

- საცხოვრებლად, გასართობად რომელი უკეთესი ადგილია, ორლანდო, ატლანტა, მილუოკი, თუ თურქეთი? თურქებს ბევრი გემრიელი კერძი აქვთ.
- კერძებზე გეთანხმები, მაგრამ ატლანტაც ძალიან მომწონს საცხოვრებლად.

- ვისთან მეგობრობ არამილუოკელთაგან? დღეს ვინ არის ყველაზე რთულად ასაყვანი ცენტრი?
- ვმეგობრობ ელ ჰორფორდთან, კაილ კორვერთან... რთული ასაყვანია ანდერსონ ვარეჟაო.

- რომელ საფეხბურთო გუნდს ქომაგობ?
- "ბარსელონას".

- ევროპაში რომელ საკალათბურთო გუნდებს გულშემატკივრობ?
- ფავორიტები არა მყავს, მათ მქომაგობ, რომლებშიც ჩემი მეგობრები თამაშობენ.

- რომელი კერძი გიყვარს ყველაზე მეტად?
- ქართული კერძები. განსაკუთრებით ხინკალი.

- კომპიუტერში თუ თამაშობ კალათბურთს? რას იტყვი იონას ვალანჩუნასზე?
- კომპიუტერში არ ვთამაშობ. რაც შეეხება ვალანჩუნასს, ლიტველებმა იციან როგორ უნდა
კალათბურთის თამაში.

- ვის წინააღმდეგ გიყვარს თამაში? დღესაც კარგად მახსენდება კევინ გარნეტთან შენი დაპირისპირება.
- გარნეტი ძალიან ძლიერია, მაგრამ მიყვარს მის წინააღმდეგ გამოსვლა. იოლი არაფერია.

- ორმაგი მოქალაქეობა გაქვს. რომელ ქვეყანას განიხილავ სამშობლოდ?
- თურქეთიც მიყვარს, მაგრამ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

- რომელი ბაქსელი ითამაშებდა ფეხბურთს?
- კენდალ მარშალს აქვს სამაგისო მონაცემები.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საყვარელი კერძი ხინკალიო:)))) და არა ღომიო:)))ესეც კახელების ტოპკა მეგრელებს:))) ჩემს მეგრელ ბიჭსაც ხინკალი უყვარს:)))
:DDDDDDDDDDDDDDDDDD
17:58 25-01-2015
0
თურქეთიც მიყვარსო...
კარგია რომ მესი გიყვარს :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული