ზაზა ფაჩულიამ "ორლანდოსთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ფეხის მცირე ტრავმა აქვს და ამ მიზეზით მან ორლანდოში მატჩი გამოტოვა. მისმა "მილუოკიმ" მაინც მოახერხა ადგილობრივი "მეჯიქის" დამარცხება და წარმატებულ სერიას აგრძელებს.

ფაჩულიას თამაში მატჩისწინა პროგნოზებში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და ასეც მოხდა. ახლა ისაა საკითხავი, შეძლებს თუ არა ზაზა მომდევნო მატჩებზე გასვლას, რადგან მატჩის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ზაზას ტრავმის გამო 1 კვირა გაუცდესო.

ასეა თუ ისე, ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არაა და ის მალე დაუბრუნდება მოედანს. დღევანდელ მატჩში კი მილუოკელებმა ბრძოლაში - 115:100 დაამარცხეს მასპინძელი "ორლანდო", ახლა
24 მოგება და 22 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად მე-6 პოზიციაზე არიან.

მომდევნო მატჩს მილუოკელები შინ, 31 იანვარს, "პორტლენდთან" ჩაატარებენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული