გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ თარგმანს:
"მანუჩარ მარკოიშვილმა ფეხის ცერის ტრავმა მოიშუშა და მწვრთნელს მისი მოედანზე გაყვანა მომდევნო კვირას შეეძლება.
"კანტუს" თავკაცი ანდრეა ტრინჩიერი ქართველს 9 იანვრის ("ბენეტონთან") მატჩის განაცხადში კი შეიყვანს, მაგრამ შეიძლება, მოედანზე გაყვანისგან თავი შეიკავოს, დაასვენოს. მომდევნო შეხვედრაში (16 იანვარს, "ვარეზესთან") კი ტრინჩიერის მანუჩარის
მარკოიშვილმა ფეხის ცერი 12 დეკემბერს სან ჯორჯოში, "მონტეგრანაროსთან" მატჩში მოიტეხა და მას მერე მკურნალობდა.
- გვესმის, რომ მანუჩარი გუნდისთვის დიდი ძალაა. ყველანაირად ვეცადეთ, ტრავმა მოკლე დროში და სრულყოფილად მოგვერჩინა. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რეაბილიტაციის პროცესმა კარგად ჩაიარა და მას მომავალ კვირაში მოედანზე გასვლა შეეძლება, - განმარტა "კანტუს" ექიმმა ეციო ჯანიმ და იქვე დასძინა:
- მარკოიშვილმა ტრავმა რომ მიიღო, ძალიან შეგვეშინდა, შესაძლებელი იყო, რეაბილიტაციისთვის თვეები დასჭირვებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მანუ უკვე მწყობრშია, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ ყველა ადამიანს, ვინც მარკოიშვილის მკურნალობაში იყო ჩართული.
აქვე უნდა გითხრათ, რომ განვლილ უქმეებზე "კანტუმ" "მილანი" დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. მას 9 მოგება და 3 წაგება აქვს. პირველ ადგილზე "მონტეპასკია" - 12 მატჩში 11 გამარჯვება.
6 იანვარს "კანტუ" "პესაროს" ესტუმრება, 9-ში "ბენეტონს" მიიღებს, ხოლო 16-ში ვარეზეში ითამაშებს.
.