ქართველმა ცენტრმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 12 ქულა მოაგროვა. ზაზამ 11-დან 5 ორქულიანი ზუსტად ისროლა, რასაც 2-დან ორი საჯარიმო მიაყოლა. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა.
ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებითა და 25 მარცხით კვლავ მე-6 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას "მილუოკი" 27 თებერვალს "ლეიკერსთან" გამართავს.