ზაზა ფაჩულიას 12 ქულა და გამარჯვება "ფილადელფიასთან"

AutoSharing Option
26 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "მილუოკი" "ფილადელფიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 104:88 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 12 ქულა მოაგროვა. ზაზამ 11-დან 5 ორქულიანი ზუსტად ისროლა, რასაც 2-დან ორი საჯარიმო მიაყოლა. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა.

ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებითა და 25 მარცხით კვლავ მე-6 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას "მილუოკი" 27 თებერვალს "ლეიკერსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული