შეგახსენებთ, რომ ბასკურ დერბიში "ბასკონიასა" და "ბილბაოს" შორის მატჩის მიწურულს ტოდოროვიჩსა და თორნიკე შენგელიას შორის ინციდენტი გუნდი-გუნდზე ჩხუბში გადაიზარდა.
"ჩვენ ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. მე და თორნიკე შენგელიამ ერთმანეთში პრობლემა მოვაგვარეთ, ეს აღარ გამეორდება.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩვენთვის. ამ ინციდენტზე კი სჯობს, აღარ ვისაუბროთ, რადგან ყველაფერი მოგვარებულია.
ჩვენ მოთმინებით ველით სანქციებს. ასეთი ინციდენტი ჩემს კარიერაში პირველად მოხდა და მეტჯერ აღარ გამეორდება", - განაცხადა დეიან ტოდოროვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე
ესპანური მედიის ვარაუდით, ქართველ კალათბურთელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 600-დან 3 ათას ევრომდე ჯარიმა ელის.