ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" 4 მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
4 მარცხის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. "მილუოკი ბაქსმა" "ვაშინგტონ უიზარდსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 91:85 დაამარცხა.

გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში 25 წუთი ითამაშა და 8 მოხსნა, 5 პასი და 4 ქულა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თუმცა დაცვაში ყოჩაღობდა და თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა.

მაიკლ კარტერ-უილიამსის შემდეგ (9) ფაჩულია შედეგიან გადაცემებში საუკეთესო იყო. ბომბარდირი კი კრის მიდლტონი გახდა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. "ვაშინგტონში" მარცინ გორტატმა 35 წუთში 10 ქულა და 9
მოხსნა დააგროვა.

ამ გამარჯვებით "მილუოკიმ" "ვაშინგტონთან" ჩამორჩენა შეამცირა. 33 მოგებითა და 29 მარცხით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, ვაშინგტონელები კი მოგებ-წაგებების 35-28 შეფარდებით მე-5-ზე არიან.

მომდევნო მატჩს "მილუოკი" 9 მარტს, შინ "ნიუ ორლეანთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მიხარია ზაზას წარმატებები ისე ხანდახან ვიდეოები რო დადოთ კარგი იქნება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული