ბექა ბურჯანაძის 12-მა ქულამ "ლეიმა ბასკეტი" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის "ლაიმა ბასკეტმა". ქართველ ლეგიონერს ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა თავისიანები "პალმასთან" მატჩში მარცხისგან მაინც ვერ იხსნა - 68:77.

ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28:36 წუთი დაჰყო. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძის მონაგარმა 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შეადგინა. ლაკორუნიელთაგან საუკეთესო ბომბარდირი ხესუს კასტრო გახდა 17 ქულით.

"ლეიმა ბასკეტს" 9 მოგების წილ 13 წაგება აქვს და 15-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილი უკავია. შემდეგი
მატჩი ლაკორუნიელებს 15 მარტს, სტუმრად ბოლოსწინა დგილზე მყოფ "პრატ ხუვენტუდთან" ელით.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული