ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და 7 მოხსნა 17 წუთში NBA-ს ჩემპიონთან

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" მოქმედ ჩემპიონთან წააგო. მილუოკელებმა "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლეს და 103:114 დამარცხდნენ. ჩემპიონებს მანუ ჯინობილი აკლდათ, თუმცა მილუოკელებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ ოჯეი მაიო და ჯარედ დადლი.

ქართველმა ცენტრმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, მხოლოდ 17 წუთი ითამაშა. ზაზა საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და ორმაგ დუბლსაც მიუახლოვდა. ფაჩულიამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 10 ქულით, 7 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა.

მილუოკელთა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა უწია 10-ქულიან ზღვარს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ზაზას გარდა,
ყველამ 30 წუთზე მეტი ითამაშა. საუკეთესო შედეგი გიანის ანტეტოკოუმპომ აჩვენა 19 ქულითა და 9 მოხსნით, 17 ქულა დააგროვა ერსან ილიასოვამ.

"სან ანტონიოში" საუკეთესო უბერებელი ტიმ დანკანი გახლდათ, რომელმაც 34 წუთში 19 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

"მილუოკის" მოგება-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა: 34-34. მიუხედავად ამისა, ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მყარადაა მე-6 ადგილზე. მომდევნო მატჩი მილუოკელებს 20 მარტს ბრუკლინში, "ნეთსთან" ელით.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზას ვიდეოებს რატომ არ დებთ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული